|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი ქალთა ფეხბურთის გუნდს შეხვდა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N 94-ე საფეხბურთო სკოლის, საქართველოს ჩემპიონ გუნდს ,,მართვეს“ შეხვდა.  

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ქალთა ფეხბურთის გუნდის მწვრთნელს პაატა დოგრაშვილს  სამახსოვრო სიგელი გადასცა.

ცოტა ხნის წინ ქუთაისის ,,მართვე“ ქალთა შორის საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი გახდა.

პაატა დოგრაშვილის გუნდმა ჩემპიონატში 10 მატჩი გამართა, აქედან 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისურ კლუბს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.

საქართველოს ქალთა ნაკრებში ქუთაისის ,,მართვედან“ სულ 12 ფეხბურთელი ასპარეზობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა