|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

ქართული ფილმის „განწირული გვირგვინი“ პრემიერა ქუთაისში გაიმართა

კინოსტუდია „ცისკარამ“ მხატვრული ფილმის „განწირული გვირგვინი“ პრემიერა ქუთაისში გამართა.

სათავგადასავლო ჟანრის ფილმი იმერეთშია გადაღებული და უძველესი საგანძურის "კოლხური დიადემის" ბედზე მოგვითხრობს.

 ფილმი საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანილ ექსპონატის შესახებაა, როგორც  ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულია განმარტავს, ეს ყოველთვის დიდი დანაშაული იყო.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, რომ  დასავლეთ საქართველოში ფილმი ადგილობრივი ძალებით გადავიღეთ. ექსპონატი, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოქმედება, დაახლოებით 2500 წლის არის, ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. საქართველოს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტი, რომ ასეთი ღირებულების ნივთები „ვაი ქართველებს“ ქვეყნის გარეთ გაუტანიათ. ფილმი ერთგვარი პროტესტის მატარებელია“,-განაცხადა ფაჩულიამ.

რეზო ჭეიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის, „მუსიკა ქარში“ შემდეგ „განწირული გვირგვინი“ სცენარისტისა და რეჟისორის ცისკარა ფაჩულიას მეორე ფილმია, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში გაიმართა. ფილმის პრემიერა  კინოთეატრ „საქართველოში“ შედგა.

ფილმის პრეზენტაციას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა