|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული მარშის" წევრები "ტორპედოს" სტადიონზე შეიჭრნენ

 
"ქართული მარშის" წევრებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სტადიონზე შეიჭრნენ. ისინი კაშიას მისამართის შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ და პიროტექნიკას ისვრიან.
გია კორკოტაშვილის განცხადებით, აქ მოვიდნენ, რადგან კაშიას უთხრან, რომ მისი საქციელი თანამემამულეებს არ მოეწონათ. 
 
 
 
პოლიცის მიერ ერთი შესასვლელის ჩაკეტვას მოქალაქეების უკმაყოფილება მოყვა, რადგან ისინი მოედანზე შესვლას ვერ ახერხებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი.
 
 
 
 
 
შეგახსენებთ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და ბელორუსის ამხანაგური შეხვედრა იმართება. მოთამაშეთა შორისაა გიორგი კაშია, რომელსაც "ქართული მარში" ბრალს ლგბტ პროპაგანდაში სდებს. 
 
 
 
 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა