|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული მედიის განცხადება "რუსთავი 2"-ის საქმეზე

ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები "რუსთავი 2"–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც Newpress.Ge უცვლელად გთავაზობთ:

 "ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა. რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია. ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი 2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო. მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2 -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;

მამუკა ღლონტი – რადიო მაესტროს დირექტორი, შპს სტუდია მაესტროს ერთ–ერთი მფლობელი;

ილია კიკაბიძე – შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი;

ლიკა ბასილაია – ვებპორტალი “ევროპა საქართველოსთვის“;

დიანა ტრაპაიძე – ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა “დღის ამბების“ წამყვანი;

ირაკლი ტაბლიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი;

გიორგი ისაკაძე – ფონდი ბიზნესმედია საქართველო, გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი;

მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი;

ია ბობოხიძე – საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე;

ნესტან ცეცხლაძე – ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი;

ეთერ თურაძე – ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი;

თაზო კუპრეიშვილი – საინფორმაციო პორტალ On.ge-ს მთავარი რედაქტორი;

გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო.

დავით მჭედლიძე- Media.Ge,  რედაქტორი

გვანცა ფიფია – სააგენტო აქცენტის დირექტორი;

სოფო ჩხაიძე – გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი;

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

მაია ჭალაგანიძე – გაზეთ WEEKEND –ის მთავარი რედაქტორი;

პაატა ვეშაპიძე – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

ნინია კაკაბაძე – ბლოგერი;

ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორ;

მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა;

რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კმპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;

გელა მთივლიშვილი . საინფორმაციო ცენტრეების ქსელის რედაქტორი;

ეკა ალფაიძე – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

თამარ ჩეგოლეიშვილი – ტაბულას დირექტორი;

ეკა შინდაგორიძე – სააგენტო ნიუპოსტის მთავარი რედაქტორი

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, სია პერიოდულად განახლდება

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა