|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნებას“ - 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 13%- NDI-ს კვლევის შედეგები

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ - 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების“ - 8% მისცემდა ხმას, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 20%, არც ერთი პარტია - 14%, უარი პასუხზე - 14%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%, არ ვიცი - 12%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ - 8%, „ლეიბორისტული პარტია“- 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ - 3%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 3%, „გირჩი“ - 2%, სხვა - 2%.

 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 30% -დადებითად, ხოლო 5%-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა