|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართულ ოცნებას" კვლავ გიორგი ჭიღვარია უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონალური კონფერენცია ქუთაისში დახურულ  რეჟიმში მიმდინარეობს. 

 შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ გიორგი ჭიღვარია აირჩიეს. 

ასევე აირჩიეს ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები. 

"ქართული ოცნების" ბიუროს წევრები გახდნენ: ბექა ყურაშვილი, თამთა ბაკურაძე, შუშანა ხურციძე, გიორგი სვანაძე და ქეთევან ჩაჩუა. 

ყრილობის დელეგატებად კი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის  წევრები ირაკლი შენგელია, მარეხი ნიჟარაძე,  რამაზ ჩხიკვაძე,  ვლასი გარდაფხაძე,  გიორგი ჭეიშვილი,  კახაბერ ბოჭორიშვილი,  მერაბ კვიცარიძე,  ალექსანდრე ახალაძე,  ელეონორა არჩაია,  ოთარ ლორთქიფანიძე აირჩიეს.

 შეხვედრას  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

  შეხვედრას ესწრებიან ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები და მხარის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი. შეხვედრაზე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი  გივი ჭიჭინაძე, რომელიც კენჭს ქართული ოცნების სახელით ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში იყრის, არ გამოჩენილა.   

ავტორი: ირინა მაკარიძე