|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციამ კანონი დაარღვია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ემუხლი თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის რეგულაციებს ადგენს. დამრღვევი, რომელიც აკრძალულ ადგილზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას მოახდენს, ისჯება 50 განმეორებით შემთხვევაში 500 ლარით. კონტროლს თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახური ახდენს.

აკრძალულ ადგილებზე პლაკატების გამო შენიშვნა არჩევნების წინა პერიოდშიც გამოითქვა. მერიაში განაცხადეს, რომ ყველა სუბიექტს გამაფრთხილებელი წერილი გადაეგზავნებოდა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ. მიუხედავად დაპირებისა, არავინ დაჯარიმებულა.

მსგავსად წინა საარჩევნო პერიოდისა,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს არჩევნების შემდეგაც არღვევენ პოლიტიკური სუბიექტები. არცერთ პოლიტიკურ პარტიას პლაკატების სრულად ჩამოხსნა არ მოუხდენია.  ცესკოს მიერ ბოლო შედეგების გამოცხადებიდან მათ ორკვირიანი ვადა ჰქონდათ, რომელიც   1 დეკემბერს ამოიწურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე აცხადებს, რომ გარკვეულ უბნებში მათ მიერ პლაკატების ჩამოხსნა მოხდა.

„ჩვენ დავიწყეთ პლაკატების ჩამოხსნა, თუმცა თუ დავაკვირდებით, ქალაქში  ყველაზე ცოტა „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებია წარმოდგენილი. წინასაარჩევნოდ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პლაკატებზე არ გაგვეკეთებინა აქცენტი. რაც შეეხება კანონდარღვევას, რა თქმა უნდა, კანონი უპირველესია და ჩვენც ვერ გავექცევით ამ რეგულაციებს, მაგრამ ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოხსნას პლაკატები, რომლიც არის მმართველი გუნდი და რომლის ვალდებულებაც არის, იყოს კანონმორჩილი,  მის შემდეგ ჩვენც და სხვა პარტიებიც დავიცავთ ამ წესებს“, -განაცხადა გია თევდორაძემ.

პლაკატების ჩამოუხსნელობის გამო კანონის დარღვევას უამინდობას უკავშირებენ „პატრიოტთა ალიანსში“. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გოგიტა ხურციძის განცხადებით, პლაკატების ჩამოხსნაში ხელი ქარმა და წვიმამ შეუშალათ.

 „დიახ, ჩვენ დავიწყეთ ჩამოხსნა, მაგრამ უამინდობამ შეგვიშალა ხელი. ხან ქარია, ხან წვიმა, ეს პლაკატები კი ძირითადად მაღალ ადგილებზეა და ვერ მოვახერხეთ ცუდ ამინდში მუშაობა. ამ დროისთვისაც მიმდინარეობს სამუშაოები, ჩვენ ძირითადად გარეგანათების ბოძებზე გვქონდა პლაკატები განთავსებული“, -განაცხადა გოგიტა ხურციძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, დაიწყო თუ არა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციამ ქალაქის "საარჩევნო ნარჩენებისგან" გათავისუფლება,  ინფორმაციას არ ფლობს ორგანიზაციის თავმჯდომარე. გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ პარტიის ბანერების ჩამოსხნა დაქირავებულ კომპანიას უნდა მოეხდინა, რაც შეეხება პლაკატებს აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„წესით უნდა ჩამოხსნან ბანერები, მაგრამ ფირამას ქონდა ვალდებულება, მე არ ვიცი, რომელი ფირმა „ლოჯისტიკა“  ასრულებდა ამ საკითხს. რაც  შეეხება პლაკატებს, არ ვიცი არის კიდევ ქალაქში? მოვიკითხვამ. მე თვითონ არ ვიყავი ქალაქში, საზღვაგარეთ ვიმყოფებოდი  და ვერ გეტყვით“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

საარჩევნო პლაკატებთან ერთად ამ დრომდე რჩება საარჩევნო ბანერები.

აამოქმედებს თუ არა თვითმმათრველობა „მივიწყებულ“ კანონს ჯერჯერობით უცნობია. მერიაში განმარტავენ, ვინაიდან ვადა გუშინ ამოიწურა, ჯერ პოლიტიკური სუბიექტების გაფრთხილება მოხდება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა