|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ თეატრალებს საპატიო ჯილდო გადაეცათ

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით ქუთაისელი თეატრალები "ამაგდარის" საპატიო წოდებით დააჯილდოვა.

ჯილდოები გადაეცათ თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია პაქსაშვილს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის საქმის მწარმოებელს სონია ჯიქიას, სადადგმო ნაწილის გამგეს ივანე (დემურ) კოსტანაშვილს, ასევე ქუთაისის ოპერის თეატრის წარმომადგენლებს ვახტანგ ასათიანი და ლამარა (დოდო) რობაქიძე (კადრების უფროსი და ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი).

 "ძალიან სასიხარულოა, რომ დააფასეს ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც 50 და მეტი წელი გაატარეს თეატრში და ემსახურებოდნენ ამ საქმეს.  მათ გარეშე თეატრი ფუნქციონირებას ვერ შეძლებდა," -განაცხადა თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ. 

თეატრის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში გაიმართა. თეატრალური საზოგადოების ჯილდო "ამაგდარი"  საქართველოს თეატრებში მომუშავე 24 ადამიანს გადასცეს.  ღონისძიებაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის  პრემია გადაეცა ქუთაისისა და ბათუმის ერთობლივ სპექტაკლში "ედიტ პიაფი" შესრულებული როლისათვის ბათუმელ მსახიობს მაია ცეცხლაძეს. სპექტაკლი გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით დაიდგა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვებულთა შორისაა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დავით სარაჯიშვილის პრემია მიიღო. პრიზი ხელოვნების მეცენატობისათვის დაარსდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა