|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

"ქართული უნივერსიტეტი თბილისში გაიხსნება 1918 წლის იანვრის შუა რიცხვებში"

"ნიუპრესი" აგრძელებს რუბრიკას, სადაც ქუთაისურ პრესაში 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს ეცნობოდით.

1918 წლის იანვრის მთავარი მოვლენა ქართული უნივერსიტეტის გახსნა იყო. 

 "ქართული უნივერსიტეტი თბილისში გაიხსნება 1918 წლის იანვრის შუა რიცხვებში"-  წერდა გაზეთი "ჩვენი ქვეყანა", რომელიც ქუთაისში გამოდიოდა. განცხადებას ხელს აწერდნენ პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი.

 

 

 

 

 

 გაზეთის ახალ ამბებში მოხვდა ინფორმაცია ლენინის გარდაცვალების შესახებ - "თბილისში ხმები ლენინის მოკვლის შესახებ დადასტურდა. ლენინი მოუკლავთ იანვრის 13-ს"-წერს გაზეთი. 

"ეს ცნობა ღირს საყურადღებოდ, რადგან ლენინი იყო ფაქტიური დიქტატორი რუსეთის და ბოლშევიზმი მასში კარგავს ერთ უმთავრეს საყრდენს. ბოლშევიზმის დამარცხება მართლაც რომ არ არის იოლი, რადგან ის აკმაყოფილებს ბნელი მასის ანარქიულ ლტოლვილებებს, ყოველ შემთხვევაში, ლენინის სიკვდილი უკანასკნელი იმპულსია, რომელიც ადვილი შესაძლებელია, სასიკვდილო მახვილს ჩასცემს უკანასკნელი ამბებისაგან დაუძლურებულ სახალხო კომისრების საბჭოს"-იმედოვნებს წერილის ავტორი.

 

 

ქუთაისში კი  რუსი ჯარისკაცების მიერ იარაღის გატაცების ფაქტი აღკვეთეს.  ფულის ინფლაცია, პროდუქტების დეფიციტი, მასწავლებლების გაფიცვა, კრიიმინალი 2018 წლის  იანვრის პრესის მთავარი   ამბებია.

  

ყოველდღიური გაზეთის "ჩვენი ქვეყანა"რედკოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ ნიკო ლორთქიფანიძედა ტიტე მარგველაშვილი, ხოლო გაზეთს რედაქტორობდა კონსტანტინე კაპანელი. რედაქცია მაშინდელი თბილისის ქუჩაზე (ახლანდელი თამარ მეფის ქუჩა) მდებარეობდა.

ამავდროულად ქუთაისში ლექციებს კითხულობდნენ გრიგოლ რობაქიძე, შალვა ნუცუბიძე, ტიტე მარგველაშვილი, იმართებოდა სპექტაკლები. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე