|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულმა ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა [VIDEO]

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” - პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო.  ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” - თამარ ბართაიამ,  ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” - ნანა ჯორჯაძემ,  ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” - მიხეილ კვირიკაძემ. ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” - რევაზ ხეცურიანმა.

ფილმს უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა;

საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.

ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed.

ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

 

ავტორი: ნიუპრესი