|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართველები ყრიდნენ ნაგავს, უცხოელები კი ჯიბეში იდებნენ“

იმერეთში ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ადგილია, რომლესაც მნახველები ხშირად სტუმრობენ.  ქუთაისელი მოგზაური და ჟურნალისტი შორენა ლაღაძე ოკაცეს კანიონზე  გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფოტოებზე კარგად სჩანს მნახველების მიერ დანაგვიანებული კანიონის მიმდებარე ტერიტორია.

 

 

 

 

 

 

 









„ბოლოს კინჩხაში რამდენიმე კვირის წინ ვიყავი. ლამაზი ტყის, კლდეებისა  და ჩანჩქერების ნაცვლად ახლა თვალში ნაგვის მთები გეცემათ და ხალხი, რომელიც ნაგავში ზის და შემწვარ ხბოს ჭამს.  აქვე იმასაც დავამატებ, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს ნაგავს მრავლად ყრიდნენ ქართველები, უცხოელები კი ჯიბეში იდებდნენ და ურნამდე მიქჰონდათ. ჰოდა, თუ რამე უნდა ვისწავლოთ ევროპისგან, ეს არა მხოლოდ  ნაგვის გადაყრის, არამედ საკუთარი სამშობლოს მოვლის კულტურა. კინჩხაში დიდი ჩანჩქერის გარდა კიდევ ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც ტურისტებისთვის არაა ცნობილი.  უკვე არც მინდა, რომ მათაც  იგივე ბედი გაიზიარონ, რაც დიდმა ჩანხქერმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ“,-აღნიშნა ლაღაძემ.

შეგახსენებთ, რომ რვა თვის მონაცემებით, ოკაცეს კანიონი  57 404 ვიზიტორმა მოინახულა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა