|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ემიგრანტი გოგონა ბერძნულ The Voice-ში წარმატებით გამოვიდა [VIDEO]

წელს ბერძნული The Voice საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგონას, მომღერალ თეონი ნაცვლიშვილის წარმატებული გამოსვლით დაიწყო. თეონი ნაცვლიშვილი უკვე რამდენიმე წელია ათენში ცხოვრობს და აქვე იღებს მუსიკალურ განათლებას.
მის მიერ შესრულებულ ინგლისურენოვან სიმღერაზე ,,ONE NIGHT ONLY „ -ზე მწვრთნელები, ცნობილი ბერძენი მომღერალი, ევროვიზიის გამარჯვებული ელენი პაპარიზუ და პანოს მუზურაკისი შემოტრიალდნენ, თეონის მონაცემებით მოხიბლული ბერძნული შოუბიზნესის ვარსკვლავები თეონის გადაწყვეტილების მოლოდინში თუ ვის გუნდში ყოფნას აირჩევდა ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ფეხზე წამომდგარი და ხელგაშლილები ელოდებოდნენ. 
თეონიმ არჩევანის გამოცხადებამდე პროექტში მონაწილე ასევე ცნობილი მომღერლის და მწვრთნელის თხოვნით ქართული ,,თბილისო“-ს ნაწყვეტიც შეასრულა და მთელს საბერძნეთს, პირდაპირ ეთერში მოასმენინა ქართული ჰანგები.

 

 

 

სრულად:

ავტორი: ნიუპრესი