|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ექიმის ქველმოქმედება საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის

ქართველი ექიმი გიორგი ებრალიძე საბერძნეთში ქართველებისათვის ქველმოქმედებას ეწევა. მის დახმარებით არაერთმა ემიგრანტმა შეძლო სამედიცინო დახმარების მიღება, მათ შორის ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება. გიორგი ებრალიძის შესახებ "ნიუპრესს" თავად ემიგრანტებმა შეატყობინეს და ქართველი ექიმის  უანგარო სიკეთის შესახებ უამბეს.

გიორი ებრალიძე საქართველოდან 15 წლის წინ წავიდა. დაამთავრა ქალაქ ათენის სამედიცინო უნივერსიტეტი. მუშაობდა  წამყვან საავადმყოფოში. ამჟამად ათენში ერთ–ერთი კლინიკის ხელმძღვანელია.  გიორგის ინიციატივით,  მის კლინიკაში ქართველებისათვის 50%–იანი შეღავათია. 

"მხოლოდ ვიზიტი რომ დანიშნო ექიმთან, 60 ევრო უნდა გადაიხადო, გიორგისთან თანამემამულეებისდათვის 50 პროცენტიანი ფასდაკლებაა.  მას ასევე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ათენის სამ სავადმყოფოსთან, სადაც  ქართველებისათვის ასევე განახევრებული ფასებია.

 ამ საავადმყოფოებში გიორგი  ქირურგად მუშაობს, შეკვეთით დადის ოპერაციებზეც. ეხმარება ხალხს, უფულო ემიგრანტებსაც კი",–აღნიშნავენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა