|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქორქია-საკანდელიძის ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ქორქია-საკანდელიძის საკალათბურთო ტურნირის ფინალური მატჩი ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა. „ქუთაისი 2010“–მა რუსთავის „რუსთავი“ ანგარიშით 181:104 დაამარცხა.

"დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით იმით, რომ ამ ორი ბუმბერაზის სახელობის ტურნირის თასი ქუთაისში დარჩა. ვამაყობთ ამ დღით და, რა თქმა უნდა, დანაპირებს არ ვღალატობთ. სახლში გამართულ ყველა მატჩს გამარჯვებით ვასრულებთ“, –განაცხადა „ქუთაისი 2010“–ის კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ.

აღნიშნული თასი  ზედიზედ მესამედ ქუთაისში რჩება.

საუკეთესო უკანახაზელად დეჟუან ვრაითი დასახელდა და საუკეთესო ფორვარდად გიორგი ბარბაქაძე. გუნდმა გამარჯვება  ფალნკლუბის წევრებთან ერთად აღნიშნა.

მატჩი ნახევარსაათიანი დავიანებით დაიწყო, რა გახდა მიზეზი „ნიუპრესი“ ამ თემაზე მუშაობს და მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა