|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ ახალგაზრდებს ევროპაში სტაჟირების შანსი ეძლევათ

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ქალაქ ქუთაისის მერიისა და ქალაქ სტრასბურგის მერიის თანამშრომლობით იწყებს პროექტის განხორციელებას „ახალგაზრდები ევროპისათვის“. კონკურსის გავლის შემდგომ, 18-დან 25 წლამდე ქუთაისელ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი პროექტის ფარგლებში მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროპული ინსტიტუტების შესახებ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდული განყოფილების დაფინანსებით გაემგზავრონ ქალაქ სტრასბურგში.

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 6 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV ელექტრონულ მისამართზე: ldageorgia@aldaintranet.org , კონკურსისთვის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

მეორე პროექტი 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს შანსს 9 თვიანი სტაჟირება გაიარონ ქალაქ სტრასბურგის მერიის საერთაშორისო საქმეთა სამსახურში. გამარჯვებულ ახალგაზრდას სრულად დაუფინანსდება საცხოვრებელი, მგზავრობისა და კვების ხარჯები.

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ СV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ldageorgia@aldaintranet.org ან davidmegrelishvili101@gmail.com.

აღნიშნული ინფორმაცია სტუდენტებს დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსმა და მერიის საგარეო ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა გააცვნეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა