|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა კალათბურთელებს საქართველოს თასის მოპოვება მიულოცა

საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელები და მწვრთნელები დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს შეხვდნენ. მათ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.

„ქუთაისი 2010“-მა ქვეყნის თასი მეორედ მოიპოვა. ქუთაისის გუნდმა თბილისის ,,დინამო" 86:77-ით დაამარცხა. 

,,ბიჭებმა ეს შეძლეს და თასი უკვე მეორედ მოიპოვეს. ძალიან მიხარია და მინდა, ეს წარმატება მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისი დაუღალავი შრომითაც ხდება ამ შედეგის მიღწევა და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს ვუთხრა, მადლობა. მიხარია, რომ ქუთაისს სპორტის უმეტეს სახეობაში აქვს დიდი წარმატებები", - განაცხადა ქუთაისის მერმა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა