|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისელების აზრი ასეთია - პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში"

ქუთაისელების აზრია, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში, მე ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე მოსაზრება არ მაქვს,
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პარლამენტი რამდენად უნდა ეწეროს კონსტიტუციაში ეს ერთი თემაა, საქმე იმაშია, რომ პარლამენტი უკვე წერია კონსტიტუციაში. გვაქვს არაორდინალური ვითარება - ერთ ადგილზე არის პარლამენტი, მეორე ადგილას - აღმასრულებელი ხელისუფლება, ბათუმში - საკონსტიტუციო სასამართლო. ეს იყო გარკვეული პოლიტიკა წინა პოლიტიკური მმართველობის. მე ქუთაისელების პოზიცია შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისელები ძალიან მტკიცედ ამბობენ, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში. მათი აზრი გასათვალისწინებელია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვიდრე ქუთაისიდან გადავიტანთ პარლამენტს, ქუთაისს უნდა შეუქმნა რაღაცა ისეთი, რაც ჩაანაცვლებს იმ სიცარიელეს, რომელსაც შექმნის უკვე ქუთაისში არსებული პარლამენტის გადატანა თბილისში. მე მტკიცე მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, მე შემიძლია გითხრათ ქუთაისელების აზრი, რომელიც ასეთია, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა