|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისის "აიამ" ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა

ქუთაისის "აიამ" დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო და პირველ წრეს ნებისმიერ შემთხვევაში ლიდერის რანგში დაასრულებს. ქუთაისელები "ავჭალაზე" თბილისის "არმიას" ეწვივნენ და 50 წუთში ისეთი უპირატესობა მოიპოვეს, ბონუს-ქულაზე დაფიქრდნენ, თუმცა ორი სწრაფი ლელო გაუშვეს და საბოლოოდ დამაჯერებელ გამარჯვებას დასჯერდნენ.

პირველმა ნახევარმა საათმა სტუმრების დომინირებით ჩაიარა და ეს შედეგზეც აისახა. დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შეცდომები დაუშვა, ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში, რომელშიც 7-ვე ლელო უკანახაზელებმა გაიტანეს, "აიას" ზედიზედ მე-8 გამარჯვებით ანგარიშით, 21:34 დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი