|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი 7 წლის დავით თათვიძე ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

7 წლის დავით თათვიძე, რომელმაც  რუმინეთის ქალაქ მამაიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა. დავითის მწვრთნელი ნანა ჭეფხოძეა.

აღსანიშნავია, რომ დავითმა 9-დან 9 შეხვედრაში გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გასულ მოჭადრაკეს სამი ქულით გაუსწრო. ჩორჩმა მოჭადრაკემ ასევე მოიპოვა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის სპონსორის "Turkish Airlines"-ის დაწესებული  სპეციალური პრიზი.

დავითს გამარჯვება  ქვეყნის პრემიერმაც მიულოცა. “ვულოცავ 7 წლის დავით თათვიძეს ევროპის ჩემპიონობას ჭადრაკში 7 წლამდელ მოსწავლეთა შორის!”, – ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტში.

 რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, წარმატებით იასპარეზეს ასევე ქუთაისელმა  მოსწავლეებმა ნია დოღვანმა და დავით ნემსაძემ.

ნია დოღვანმა 15 წლამდე გოგონებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბოლო ტურში რუსი ეკატერინა ვარაბიოვა დაამარცხა, პოლონელი ჰანა ცარკოვსკას მსგავსად 5,5 ქულა დააგროვა, მაგრამ მას უკეთესი კოეფიციენტით აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატის პარალელულად მამაიაში ჩატარდა ბლიც ტურნირიც.
ლიცში, 11 წლის ასაკის ბიჭებში 7-დან 5,5 ქულით დავით ნემსაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა