|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ადვოკატი პროკურატურას უკანონო მოსმენაში ადანაშაულებს

ადვოკატი აკაკი ჯანელიძე ქუთაისის პროკურატურას სატელეფონო საუბრის მოსმენა-მიყურადებაში ადანაშაულებს. როგორც ჯანელიძე ამბობს, მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს გერონტი კუტივაძეს უკანონოდ უსმენდნენ, რაც საკანონმდებლო ნორმებთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს უხეშად არღვევს. როგორც ადვოკატი აცხადებს,  მან ფაქტზე დროული რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს, შსს-ს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე მიმართა. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გერონტი კუტივაძის დაკავებას ბრალდების მხარე ითხოვდა იმ სატელეფონო საუბრის საფუძველზე, რომელიც ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირს შორის შედგა.რაც არის კანონის უხეში დარღვევაა", განაცხადა აკაკი ჯანელიძემ.

ადვოკატს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს სოლიდარობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა გამოუცხადეს და პროკურატურა კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას დავუკავშირდით. მათ პასუხს შეძლებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 

ავტორი: ნიუპრესი