|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ამირან წიქორიძე სუმოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში სუმოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქუთაისის მე-17 სპორტსკოლის წარმომადგენელმა ამირან წიქორიძემ საქართველოს ნაკრების რიგებში თავისუფალ (იგივე აბსოლუტურ) წონით კატეგორიაში იასპარეზა და ახალგაზრდებს შორის (U18) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
,,წიქორიუმ'' პირველ წრეში მონღოლი ხიშიგბატ განბოლდი დაამარცხა. შემდეგ გზიდან ესტონელი ვალდრე ოლივერი ჩამოიცილა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი იოტა კანო გახლდათ. საფინალო შერკინების სტარტზე სუმოს სამშობლოს წარმომადგენელი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა თუმცა, ამირანმა მეტოქეს არაფერი დაუთმო, მოახერხა რთული ვითარებიდან გამოსვლა და ულამაზესი იორიტაოშის გდებით დასცა იაპონელი დოჰიოზე. ინ

ავტორი: ნიუპრესი