|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

ქუთაისელი ლერი ტალიკაძე ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი შშმ პირთა შორის  9 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით აშშ-ში მიმდინარეობდა. მასში საქართველოს სახელით ქუთაისელი 18 წლის ლერი ტალიკაძე (მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე) მონაწილეობდა, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა.

ჩემპიონს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდნენ. როგორც საუბრისას აღინიშნა, ლერი ტალიკაძეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი ჯილდო გადაეცემა.

ავტორი: ნიუპრესი