|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოსწავლეები ინდოეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ინდოეთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. ჩემპიონატი ბადმინტონში ტარდება.

ლილე ლანჩავა, ნინო გოდერიძე, ლიზი ახალაძე და ქეთი სირბილაძე დღეს, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ,  ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო რობაქიძემ გააცილეს და წარმატებები უსურვეს.

 "შეჯიბრში მონაწილეობა მივიღეთ ქუთაისის 21-ე  საჯარო სკოლის სახელით, გავხდით საქართველოს ჩემპიონები, მაგრამ კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ინდოეთში. რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, იმედებიც გვაქვს,  ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და იქ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ. 

რაც შეეხება სპორტის ამ სახეობას, საქართველოში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული, მაგრამ იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში აღორძინდება. მოწინააღმდეგეები იყვნენ როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მათაც სათანადო წინააღმდეგობა გაგვიწიეს"- განუცხადა "ნიუპრეს" საქართველოს ახალგაზრდა ჩემპიონმა ბადმინტონში ლილე ლანჩავამ.

 გოგონებმა 2016-2017 წლებში საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვეს. ჩემპიონატი გასულ წლის ივნისში ქუთაისში ჩატარდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა