|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოსწავლეების წარმატება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე

კონკურსში „ვარსკვლავები ტენერიფე“, რომელიც კანარის კუნძულებზე  27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა,  წარმატება მოიპოვეს ქუთაისელმა მოსწავლეებმა.

   ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ვიტალი კენჭაძემ  I პრემია € 20.000 - სტოკჰოლმში სწავლის უფლებით მოიპოვა.

წარმატება მოიპოვა კიდევ სამმა ქუთაისელმა მოსწავლემ:  მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლემ, ნანა გორგოძემ (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო პრიზისა და ვარსკვლავის მფლობელი ლიზი ბასილაძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული ლილე ესმნაძე (პედ. ლედა კანკავა) - II პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტი, ნობელის პრემიის დარბაზში;
ფესტივალის საუკეთესო აკომპანიატორად ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის პედაგოგი ნანა დოღონაძე დასახელდა.


ფესტივალში- „ვარსკვლავები ტენერიფე“-ზე 224 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, გათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აგრეთვე ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით მოხდა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე