|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

სარეკლამო ბანერებზე ქუთაისელი მხატვრების ნახატები განთავსდება

ქუთაისი ახალ წელს ახალი ბანერებით შეხვდება. აქციის “გაიცანი ქუთაისელი მხატვრების“ ფარგლებში, ქალაქში არსებულ სარეკლამო ფარებზე ქუთაისელი მხატვრების მიერ შესრულებული ზამთრის პეიზაჟები იქნება.

როგორც მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, თამთა თურმანიძე აცხადებს, აქციას შესაძლოა, სისტემატური სახე მიეცეს.

“ქუთაისელი მხატვრების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენი სამსახური პერიოდულად მსგავს აქციებს გამართავს. ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხი მხატვრის რამდენიმე ტილო იქნება განთავსებული ბანერებზე, მაგრამ მომავალში, ვფიქრობთ, ამ აქციას სისტემატური ხასიათი მივცეთ, რადგან ჩვენი სამსახურის მუშაობის უპირველეს მიზანს ქუთაისელი შემოქმედების პოპულარიზაცია წარმადგენს“,- აღნიშნა თურმანიძემ.

ბანერებზე ირმა კუხიანიძის, ვალერიანე მეძმარიაშვილის, თეიმურაზ თადუმაძისა და თედო მანჯგალაძის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე