|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა გივი მარგველაშვილმა ევროპის თასის გათამაშებაზე პირველი ადგილი დაიკავა

ქუთაისელმა სპორტსმენმა გივი მარგველაშვილმა ევროპის თასის გათამაშებაზე პირველი ადგილი მოიპოვა. 

 ძალისმიერ სამჭიდში ევროპის თასის გათამაშება  ესპანეთის ქალაქ მალაგაში გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

გივი მარგველაშვილმა  66 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ასევე პირველი ადგილის მფლობელები არიან 83 კგ წონით კატეგორიაში ლევან გილიგაშვილი და 74 კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ კალანდძე. 105 კგ წონით კატეგორიაში კი მეორე ადგილს დასჯერდა კობა კობახიძე.

ჩემპიონატში 12 ქვეყნის სპორტსმენები ასპარეზობდნენ, საქართველოდან კი ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის საერთო გუნდური შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

 

მსგავსი:  ქუთაისელი გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა