|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

ქუთაისელმა გოგონამ გერშვინის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ამერიკაში, ქ. ნიუ-იორკში ჯ. გერშვინის სახელობის III საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ნანა გორგოძეს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ნანა გორგოძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლში სწავლობს, ის პედაგოგ ანჟელა დოლაბერიძის მოსწავლეა.

ქუთაისელი გოგონა ჯ. გერშვინის სახელობის III საერთაშორისო კონკურსში, საქართველოდან მონაწილე შემსრულებლებს შორის საუკეთესოდ დასახელდა, მან  I ადგილი და I პრემია დაიმსახურა.

ნორჩი მუსიკოსი დეკემბრში მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც დაგეგმილია კარნეგი ჰოლში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა