|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მარიამ მარგველაშვილმა ლას ვეგასში გრან პრი დაიმსახურა

ლას ვეგასში გამართულ ყოველწლიურ არტ ფესტივალში ქუთაისელმა მარიამ მარგველაშვილმა გრან პრი დაიმსახურა. 

მარიამი 14 წლისაა, ის  მსოფლო ხალხთა ცეკვების შემსწავლელი სტუდიის ჯგუფ "სუპერ გოგონების" სოლისტია. როგორც საბავშვო სტუდიის "ქუჩის ბალეტის" ხელმძღვანელმა  ქეთი ბოლქვაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, მარიამმა გრანპრი ფოლკლორის ნომინაციაში აიღო, მან აჭარული და აფხაზური ცეკვები შეასრულა. 

კონკურსი 6-11 თებერვალს რამდენიმე ნომინაციაში გაიმართა. მასში 35 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი