|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2 წიგნი წარადგინა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქუთაისიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე იმყოფებოდა.

მან 13 ოქტომბერს 2 წიგნის პრეზენტაცია გამართა: 1. „Einführung in die Georgische Literatur des Kritischen Realismus“ („ქართული კრიტიკული რეალიზმის მოკლე კურსი“). 2. Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen“ („გრიგოლ რობაქიძე (1880-1962), ქართველი მწერალი ორ ენასა და კულტურას შორის“). 


„Einführung in die Georgische Literatur des Kritischen Realismus“ დაიწერა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის და გამოიცა პოლონეთის უმსხვილეს გამომცემლობაში - PWN (Polish Scientific Publishers). წიგნის ავტორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. ნუგეშა გაგნიძე, ასოც. პროფ. ნათია ნასარიძე და ასოც. პროფ. ირინე შიშინაშვილი. რედაქტორი ნუგეშა გაგნიძე. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. 


„Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen“ არის ნუგეშა გაგნიძისა და მარგრეტ შუხარდის ერთობლივი ნაშრომი, რომელიც 2011 წელს გამოიცა გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამომცემლობაში: „Shaker Verlag“. იგი პირველი სამეცნიერო გერმანულენოვანი ნაშრომია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე და აქტუალობას არ კარგავს მასში წარმოდგენილი ლიტერატურულ-კრიტიკული საკითხების ღრმა მეცნიერული კვლევისა და იმ დოკუმენტების გამო, რომლებიც წიგნის დანართის სახით პირველად დაიბეჭდა. 


პრეზენტაციაზე მყოფ უამრავ სტუმარს შორის იყვნენ ჰაიდელბერგის გიმნაზიის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ საგანს „საქართველო“ და მათი მასწავლებლები (2006 წლიდან დღემდე ჰაიდელბერგის ელიზაბეთ ფონ თადენის გიმნაზიასა და ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობის ხელმძღვანელია პროფ. ნუგეშა გაგნიძე), ასევე, ჰაიდელბერგის ანგლისტიკის სემინარის ყოფილი დირექტორი დოქტ. მარგრეტ შუხარდი.

შეგახსენებთ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართა,  ქართველმა მწერლებმა, მეცნიერებმა, ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლებმა უნიკალური ქართული დამწერლობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ლიტერატურა, კულტურა მსოფლიოს გააცნეს. 

წყარო: atsu.edu.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა