|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა კიკბოქსელებმა საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს

ქუთაისელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.  ტურნირი, რომელიც თბილისში  8-10 მარტს გაიმართა,   სპორტსმენები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

საუკეთესო შედეგები აჩვენეს ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N12 სპორტული სკოლის მოსწავლეებმა.  6 ქუთაისელი მონაწილე პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ერთმა კი მე-2 ადგილი დაიკავა. წარმატებულს სპორტსმენებს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდა. 

პირველი ადგილზე გავიდნენ:  მათე თაბუკაშვილი ( 2009წ. 42კგ.)   მიშიკო გოგაძე (2007წ. 26კგ.)   ლაშა ქურასბედიანი (2009წ. 35კგ.)   ლუკა გაგუა (2009წ. 28კგ.)   ალექსადრე მუკბანიანი (2007წ.33კგ.)   ცოტნე კობალიანი (2008 წ. 32კგ.)

მეორე ადგილი  ალექსანდრე ჯიბლაძემ  (2009წ. 30კგ.) დაიკავა. 

პატარა კიკბოქსელების  მწვრთნელი ალექსანდრე თაბუკაშვილია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა