|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ მსოფლიო ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლეს.

 პოლონეთში 60 ქვეყანათა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი  ადგილი დაიკავა. 

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძის მეტოქე  რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი სერგეი სემიონოვი იყო. პატარიძემ ვერცხლის მედალი მიიღო. შეგახსნებთ, რომ ზვიად პატარიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ აქვს მოგებული. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი