|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფოტოკონკურსის "ილო" გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ფოტოკონკურის „ილო“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

თეატრის ფოიეში გამოიფინა ჟიურის მიერ ფინალისთვის შერჩეული ფოტონამუშევრები. ფოტოკონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განოფილების მიერ არის ორგანიზებული, ყოველწლიურია და წელს მეთორმეტედ ჩატარდა. გასული წლიდან მასში მონაწილეობენ არამხოლოდ ქართველი მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, არამედ ფოტოხელოვანები ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდანაც, რის გამოც ფოტოკონკურსი უკვე საერთაშორისო გახდა. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ცხელიშვილი. მეორე ადგილი წილად ხვდა ნიკოლოზ მესხს, ხოლო მესამე ადგილი - სოფიო ბუცხრიკიძეს.

ნომინაციაში „ჩემი ქალაქი“ გაიმარჯვა უკრაინის ქალაქ სუმის მკვიდრმა, რომელსაც კუთვნილი პრიზი „ორმაისობის“ დღესასწაულზე გადაეცემა. რუბრიკისთვის  „ჩემი ქუთაისი“ განკუთვნილი პრიზი კი არჩილ გეგენავამ აიღო.

გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და ჟიურის თავმჯდომარემ გურამ წიბახაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი