|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება შეიზღუდება.

გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო,  26-27 აპრილს  11:00 საათიდან  17:00 საათამდე ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის 137, 139,  გველესიანის  1-ი შესახვევის, გველესიანის 1-ი ჩიხის, რუსთაველის 95;97;99 ,  დია ჩიანელის 1-ი შესახვევის, თავისუფლების  2-ე შესახვევის და შავგულიძის ქუჩებს  გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის  და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა