|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი 2010”-მა "სოხუმს" მოუგო

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "ქუთაისი 2010” თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “სოხუმს” 81-65 მოუგო.

ქუთაისის გუნდიდან 15 ქულით დე ჟუან რაიტი გამოირჩა.

12-12 ქულა ჯონათან ლიმ და რიჩარდ მათიაშვილმა მოაგროვეს. 10 ქულა კი  აკაკი დვალიშვილმა ჩააგდო.

ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი სოხუმელთა ლეგიონერმა კვალ უოლოსმა მოიპოვა.

15 ქულა კი გუნდს სერგეი პრიმაკმა შესძინა.

 

 

 

სუპერლიგას 23 ქულით სათავეში “ქუთაისი” ჩაუდგა, მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

თბილისის "დინამო” 21 ქულით პოტენციური ლიდერია, რადგან მას ქუთაისის გუნდთან შედარებით 2 მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

მე-3 ადგილზე 21 ქულით “ოლიმპი” იმყოფება.

IV- V  ადგილებს კი 20-20 ქულით “რუსთავი”  და “ბათუმი” იყოფენ.

 

სპორტერი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა