|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული "all star" -ის გამოკითხვაში ქუთაისის გუნდის კალათბურთელები ლიდერობენ

"ყველა ვარსკვლავის მატჩში" შუალედური გამოკითხვის შედეგის მიხედვით "ქუთაისი 2010-ის" 5 კალათბურთელი ითამაშებს.
ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს "რეგიონები" და "თბილისი" დაუპირისპირდებიან.

გამოკითხვა სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, რეგიონის კალათბურთელებს შორის უკანახაზის მოთამაშეებში ბექა წივწივაძე 871 ით, ხოლო დეჟუან რაითი 731 ხმით ლიდერობენ. ფორვარდების პოზიციაზე კაკი ლომოურს 1435 ხოლო გიორგი ბარბაქაძე 1426 ხმა აქვს. ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე კაკი დვალიშვილი 1030 ხმით ლიდერობს.

სუპერლიგის ვებ-გვერდზე გამოკითხვა 2 თებერვლამდე გაგრძელდება. "All star"-ის მატჩი კი 3 თებერვალს ქუთაისში, სპორტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება. ხმის მიცემა  შესაძლებელია All star vote -ზე.

 

ქუთაისში სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება

ავტორი: ხატია ბანძელაძე