|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისი ასეთი უფუნქციო არასოდეს ყოფილა“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას და საკრებულოს მიმართვას. პარტიის წევრები მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს განცხადებით მიმართავენ და ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ბიუჯეტი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ის ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე იყოს გათვლილი და არა მხოლოდ რომელიმე ქუჩის მოწესრიგებაზე.

„დაუყოვნებლივ უნდა დაიდოს ქალაქის დაგეგმარების გეგმა, რაზედაც უნდა იყოს ბიუჯეტი მორგებული, მხოლოდ ის ფაქტი, რომ, რომელიმე კედლის ფასადი კეთდება  არ არის ბიუჯეტის ყაირათიანი დაგეგმვა. უნდა მოხდეს მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, ამისათვის კი უნდა მოვიწვიოთ ექსპერტები“, -განაცხადა წულაიამ.

ორგანიზაციის წევრები ქალაისათვის ფუნქციის მოძებნის მნიშვნელობაზეც საუბრობენ. მათი განცხადებით, აუცილებელია, ქალაქმა, რომელსაც ფუნქცია მეფის რუსეთის დროსაც კი ჰქონდა, იპოვოს თავისი ადგილი და განვითარება შეძლოს.

„ვერავინ გეტყვით დღეს რა ფუნქცია აქვს ქუთაისს და რა როლი უჭირავს ქვეყნის განვითარებაში. ასეთი უფუნქციო ეს ქალაქი არასოდეს ყოფილა. მეფის რუსეთის დროსაც კი გუბერნიის ცენტრი იყო და რამდენიმე დიდ ქალაქს აერთიანებდა. დღეს კი საერთოდ უფუნქციოდ დარჩა.  აუცილებელია  ხელისუფლებამ იზრუნოს, რომ ქუთაისი, როგორც ქალაქი საერთოდ არ დაიკარგოს“,- განაცხადა წულაიამ.

საკრებულოსა და მერიისათვის გაგზავნილ მიმართავში რამდენიმე საკითხია გაერთიანებული, მათ შორის მნიშვნელოვანია მოთხოვნა ბიზნესის განვითარების, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ქალაქში არსებული გზების გამტარუნარიანობის საკითხები.

                                                       

                                                       

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა