|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი კვლავ ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გარეშე დარჩა

ქუთაისის მერიის მიერ ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი გამოცხადებული კონკურსი მეორედ ჩაიშალა.  კონკურსში მონაწილება ელექტრონულად იყო შესაძლებელი, რის შემდეგადაც  საკონკურსოდ მიღებული ლოგოს კატეგორიაში 85, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 27 ნამუშევრიდან საუკეთესოების შერჩევა მოხდა, ამის შემდეგ კი სპეციალურ კომისიას გამარჯვებული უნდა გამოევლინა.
ლოგოს კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 249, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 165-მა ინტერნეტ მომხმარებელმა. ორივე კატეგორიაში ყველაზე მეტმა მომხმარებელმა დააფიქსირა, რომ არც ერთი წარმოდგენილი ნამუშევარი არ მოსწონს. ამასთან, სლოგანის კატეგორიაში კომისიას 13 ნამუშევარი წარედგინა ნაცვლად 15-ისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენმა ნამუშევარმა მიიღო ნული ხმა. თითოეული ნამუშევრის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა განთავსდა ზემოთ მოცემულ ვებ გვერდზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე.
 28 ნოემბერს  ქუთაისის  მერიაში გაიმართა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს წარმოდგენილი ნამუშევრები და საზოგადოების მიერ გაკეთებული შეფასებები, რის შედეგადაც კონკურსში გამარჯვებული არ გამოვლინდა არც ერთ კატეგორიაში, შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.

მერია განცხადებას აკეთებს, რომ ტურისტული კუთხით ქალაქის ბრენდირებისათვის უმნიშვნელოვანესია ტურისტული ლოგოს და სლოგანის არსებობა, ამიტომ  ქუთაისის თვითმმარველობა კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესაქმნელად.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა