|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ყაჩაყობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ქუთაისში 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული - 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის  ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა