|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგანგებო სამსახურში ქუთაისიდან შეტყობინება არ შესულა

 ქუთაისიდან საგანგებო სამსახურში წყალდიდობასთან დაკავშირებით ამ დრომდე შეტყობინება არ შესულა, როგორც საგანგებო სამსახურში აცხადებენ, გამოძახება იყო წყალტუბოდან.

 სოფლებს ჟონეთში მოვარდნილმა  წყალმა ადგილობრივების სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავალი გზები დატბორა. მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ადგილობრივების სოჯახო მეურნეობას. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის აღდგენილია მოძრაობა ქუთაისი-ცაგერის ცენტრალურ მაგისტრალზეც, რომელიც ადიდებული რიონის გამო შეფერხებული იყო.

სინოპტიკოების პროგნოზით, გამოდარება მოსალოდნელი არ არის.

 სტიქიის გამო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში შტაბებია შექმნილი, რომლებიც მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული.

 

ამ თემაზე:

მდინარე რიონი ქუთაისელებს საფრთხეს უქმნის [VIDEO]

  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა