|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება

ქუთაისის #2 სამშობიარო სახლის დაკავებული დირექტორის სამართლებრივი დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. ბრალდებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატებმა უკვე შეიტანეს სააპელაციო სარჩელი ქუთაისის სასამართლოში. ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოითხოვს, რომლითაც ირაკლი მერკვილაძეს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიესაჯა. მისივე თქმით, სასამართლო, სავარაუდოდ, აპრილში ჩაინიშნება.

"მივმართეთ საქალაქო სასამართლოს სარჩელით და რამდენიმე დღეში გადაიგზავნება სააპელაციოში. ვითხოვთ განაჩენის გაბათილებას. პროცესს რაც შეეხება,  ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით აპრილში ჩაინიშნება, თუმცა მაინც დავწერთ განცხადებას დაჩქარებაზე"-განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა. 

მოსამართლის განაჩენის გამო დაცვის მხარე ასევე ვარაუდობს, რომ მოსამართლეზე ზეწოლა მოხდა. ამ და სხვა დეტალებზე საუბარს კი პრესკონფერენციაზე გეგმავენ.

ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს დააკავეს. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა.

საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 

 

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

 დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია

ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს

"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა