|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტს საკრებულო ხვალ დაამტკიცებს

ქუთაისის საკრებულო ხვალ რიგგარეშე სხდომას გამარტავს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ბიუჯეტის პროექტი.

2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, ხვალვე დამტკიცდება.

რიგგარეშე სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიები დღეს განიხილავენ. დღესვე ხდება ბიუჯეტის პროექტის მოსახლეობისათვის გაცნობა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები იმართება ვაკისუბბნისა და სულხან-საბას მუნიციპალიტეტებში.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციოალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, საკრებულოს განხილვა ზეპირსიტყვიერად მიმდინარეობდა, რის გამოც ბიუჯეტის არსებულ პორექტს მხარს არ დაუჭერენ.

ბიუჯეტის პროექტი მილიონი ლარით იზრდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა