|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 3 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მოქმედი 37 საბავშვო ბაღიდან ბავშვები მხოლოდ 34 ბაღში მიიღეს. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, მიზეზი კორონა ვირუსია.

მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაერთიანების ყველა თანამშრომელი დაიტესტა და # 5, #29 და # 37 ბაღების სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უსაფრთების მიზნით ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

რაც შეეხება სხვა ბაღებს, სააღმზრდელო პროცესო წესების დაცვით განახლდა. ბავშვებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ხდება ოთახების დეზინფექცია. ქუთაისის ბაღებში 8500 ბავშვია რეგისტრირებული, დღეს ბაღებში 2471 ბავშვი მივიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი