|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობისაგან იმ პრობლემების შესახებ მოისმენენ, რომელიც მათ აწუხებთ და სამომავლო გეგმას დასახავენ თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს უბნებში ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

პირველი ასეთი შეხვედრა ჩეხოვის, გიორგი ბრწყინვალესა და ნინოშვილის ქუჩის ერთ ნაწილთან შედგა. მოსახლეობის პრობლემებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი გაეცნენ. შეხვედრას ასევე მერიის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

[R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა