|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12 წლის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ქუთაისში ითამაშებენ

ქუთაისი რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლებს. 12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში სანაკრებო მატჩი ბრუნდება.

"ბორჯღალოსნები" 2018 წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, "აია არენაზე" გამართავენ.  მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და თამაში სარაგბო კლუბ "აია არენას" მოედანზე გაიმართება. 

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ხუთ შეხვედრას გამართავენ.

ეროვნული ნაკრების 28-წლიან ისტორიაში „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი