|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ,,აია" საქართველოს ჩემპიონია

ქუთაისის ,,აია" საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს თასის მოსაპოვებლად სარაგბო გუნდებს ,,აიას" და ,,ბათუმს" შორის დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა და ანგარიშით ,,აია" 16-13 ,,ბათუმი" დასრულდა.

ქუთაისში გამართულ საქართველოს თასის ფინალურ თამაშს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. 

,,ვულოცავ ჩვენს ბორჯღალოსნებს ღირსეულ გამარჯვებას. გუნდის წევრებმა პირველობისთვის ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგი დადეს. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს თასი რჩება იმ ქალაქში, რომელსაც რაგბის დიდი ისტორია უკავშირდება. პირველი სარაგბო კლუბი ქუთაისში 55 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის აღწევს წარმატებებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ" -განაცხადა  ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა