|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ასათიანის ქუჩის პროექტირებაზე მუშაობა იწყება

 ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ფირმამ მიიღო.

თბილისში რეგისტრიტებულმა ფირმამ "შპს პროექტი" განაცხადი წინადადებების მიღების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე (09. 35 სთ) გააკეტა. კომპანიამ შესყიდვის სავარაუდო თანხაზე 1100 ლარით ნაკლები თანხა დააფიქსირა. ის  სამუშაოების შესრულებას  8900 ლარის სანაცვლოდ  გეგმავს.  ელექტრონული ტენდერის NAT180009813 თანახმად, სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად  10 000 ლარია დაფიქსირებული.

 ამ ეტაპზე დოკუმენტების შერჩევა- შეფასების პროცესი დაიწყო. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის 45 დღის ვადა აქვს. სავარაუდოდ, მერიას პროექტი სექტემბერში ექნება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება.  როგორც ქუთაისის მერიაში "ნიუპრესს" განუცხადეს, ასათიანის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.   

შეგახსენებთ, ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. მოხდა წყლის სისტემის შეცვლა, ასევე მოეწყო ღვარსადენები. წლების განმავლობაში დაზიანებულმა საგზაო ინფრასტრუქტურამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.  ამასთან, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო თურქული კომპანია SMK მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი, ხოლო მერიის ააიპის "სპეციალური სერვისების" საქმე, რომელიც ღვარსადენების მოწყობას ახდენდა, პროკურატურას გადაეცა. 

  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა