|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მერი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

ქუთაისის ახალი მერი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

ბიუჯეტის საკრებულოდან გამოთხოვის ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ახალი მერის მიერ პროექტის შესწავლა გახდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ბუჯეტის განხილვა გრძელდება. რა ცვლილებები შევა მასში და მოხვდება თუ არა ბიუჯეტში ის პროექტები, რომელთა მოგვარებასაც გიორგი ჭიღვარია არჩევნების დროს ქუთაისელებს დაპირდა, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. 

ბიუჯეტის პირვანდელი ოდენობა 52 მილიონი ლარზე მეტი იყო. საკრებულოსთვის 15 ნოემბერს გადაგზავნილი პროექტი მერიამ უკან გამოითხოვა. ახალი მოწვევის საკრებულოსთვის პროექტის დასაბრუნებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვთ.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 25 დეკემბერს დამტკიცდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა