|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა. საკრებულოს სხდომა 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გახსნა, მან არჩევნების შედეგები წარადგინა.
 
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალეკო ახალაძე უძღვება. სხდომის  გახსნას საკრებულოს 24 დაესწრო. 
საკრებულომ უკვე აირჩია სამანდატო დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარედ გიორგი ჭეიშვილი შეარჩიეს. ასევე შეირჩა ხმის დამთვლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედ ლაშა გვენეტაძე დასახელდა.  
 
 
საკრებულოს სხდომა დატოვეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა.
გია უკლებას განცხადებით, მათი პროტესტრის მიზეზი არჩევნების გაყალბება გახდა. "არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ის არ ასახავს ამომრჩევლის განწყობას"-განაცხადა უკლებამ.  მისი თქმით, ისინი საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მუშაობას გააგრძელებენ.
საკრებულოს  დღევანდელ სხდომაზე  12 განსახილველი  საკითხი აქვს.
დღესვე მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის და კომისიების წევრების არჩევა.
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა