|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 20 ნოემბერს გამართავს

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო საქმიანობას 20 ნოემბერს შეუდგება. სხდომას 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი, ალეკო ახალაძე გაუძღვება.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ნიკა ლატარია დასახელდება, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იჭერდა.

ქუთაისის 25 წევრიანი საკრებულოდან "ქართულ ოცნებას" 19 წევრი ეყოლება, საიდანაც ათი მაჟორიტარი დეპუტატია, 9 კი პროპორციული სიითა გასული.

4 წევრით დაკომპლექტდა "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" 2 წევრით არის წარმოდგენილი.

 59-ე საოლქო კომისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე შემოსული საჩივრების განხილვას  დღეს 19:00 საათზე დაიწყებს. კომისაში 4 საჩივარია შესული. 

 

ამ თემაზე: ქუთაისის ახლადარჩეულ საკრებულოში თანამდებობების გადანაწილება მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიები

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა