|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მის მოადგილეს უკანონო ტენდერებზე თვალის დახუჭვას აიძულებდა“

28 ნოემბერს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში ჩანიშნული გახმაურებული პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.  დავა ბაგა-ბაღების გაერთიანებასა  და #13 ბაგა-ბაღის გამგის მაკა აბულაძეს შორის გრძელდება.  

12 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესზე მოწმის სახით დაბარებულია  გაერთიანების დირექტორის ყოფილი მოადგილე მაკა ნაცვლიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, სასამართლო დავაშია გაერთიანებასთან. სავარაუდოდ, პროცესზე მაკა ნაცვლიშვილი ისაუბრებს, ცნობილი იყო  თუ არა  გაერთიანების ხელმძღვანელისათვის  დეკემბრის მოსალოდნელი აქციის შესახებ.

საკითხს "ერთდღიანი აქციის" მიზეზით გათავისუფლებული კიდევ ერთი გამგე  ზაალ ხონელიძე ეხმაურება. ხონელიძე განცხადებით, გაერთიანება მაკა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მორიგი ბრალდების წარდგენას აპირებს.

"გაერთიანება ცდილობს მაკა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდება შეთხზას და 2015 წლის 11 დეკემბრის გაფიცვის საქმეში ჩართოს“, -წერს ზაალ ხონელიძე.

მისი განცხადებით, „30 ნოემბერს გამართულ მაკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის მთავარ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ გაერთიანების ხელმძღვანელი მის პირველ მოადგილეს - მაკა ნაცვლიშვილს უკანონო ტენდერებზე თვალის დახუჭვას აიძულებდა, რაზეც სრულ წინააღმდეგობას უწევდა მაკა ნაცვლიშვილი და მისი შტატის გაუქმებაც გამიზნულად მოხდა“.

ყოფილი გამგე გაერთიანების მიერ იურისტის დამატების ფაქტზეც საუბრობს.

„სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებამ საკუთარი იურისტი, რომელსაც რობიზონ ხურცილავამ ყველა საქმე მოუგო, შეცვალა კერძო ადვოკატებით. მაკა ნაცვლიშვილის გათავისუფლების შემდეგ, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, გაერთიანების იურისტს ტენდერების თემის კურირებაც ოფიციალურად დაევალა".

შეგახსნეებთ, რომ გაერთიანებას ბაღების გამგეებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ რამდენიმე პროცესი აქვს დაწყებული. ნაწილი დასრულდა, ნაწილი გრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა